English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ჯეიმს კ. გელბრეიტი
რა არის ეკონომიკსი? პოლიტიკური დისციპლინა რეალური მსოფლიოსთვის

რა არის ეკონომიკსი? პოლიტიკური დისციპლინა რეალური მსოფლიოსთვის

 

ეკონომიკსი პოლიტიკური დისციპლინაა, რომელიც განიხილავს დიდ და მცირე პრობლემებს, დაკავშირებულს  სოციალური საკითხების ორგანიზებასა და საერთო კეთილდღეობასთან. იგი გარემო პირობების ცვლილებებთან ერთად ვითარდება და ისტორიულადაა განპირობებული.  ეკონომიკური იდეების გამოყენება  კონკრეტულ გარემოებებში შეიძლება წარმატებული ან წარუმატებელი იყოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, განსხვავებული იდეების მქონე ადამიანები გამოდიან წინა პოზიციაზე.

კაპიტალიზმიარისეკონომიკურისისტემა, რომლისმახასიათებლებსადაპრობლემებსაცგანიხილავენ ეკონომისტებიმე-18 საუკუნიდან მოყოლებული. ესსისტემა არარისერთადერთი. არსებობდნენეკონომისტებიკაპიტალიზმამდე-ჯერ კიდევ არისტოტელის დროს. სოციალიზმსადაკომუნიზმსაცჰყავდასაკუთარიეკონომისტები. დღესჩვეულებრივგანიხილავენკაპიტალიზმისგანსხვავებულ ფორმებს“, რაცხელსუწყობსგანსხვავებულიშეხედულებებისადაპერსპექტივების მქონეეკონომისტების ჩამოყალიბებას. ეკონომისტებიდაეკონომიკურითეორიებიშეიძლება ჩავთვალოთსოციალურიწესრიგისმიერ წარმოქმნილპროდუქტებად..

მსოფლიო, რომლისკენაცმიმართულიაეკონომიკურიპოლიტიკა, კომპლექსური სისტემაა.ეკონომისტები, რომლებიცცდილობენშეიმუშაონშესაბამისიპოლიტიკა, ხელმძღვანელობენგამარტივებებითადაევრისტიკით. დისციპლინისწინაშეარსებულიამოცანააიმის გადაწყვეტა,თურასახისგამარტივებაშეეფერებაყველაზე უკეთესადმოცემულ სიტუაციას. თანამედროვემეცნიერებისსულისკვეთებით, ნაშრომიასაბუთებს,რომშესაბამისიგანზოგადებები, გამარტივებები, ევრისტიკადაპრინციპებიუნდაიყოსმიღებულირეალურისამყაროსშესწავლის გზით. მიუხედავადიმისა, რომ ეკონომისტებსშეუძლიათგამოიყენონმათემატიკურიინსტრუმენტებიდამათი შეხედულებები შეიძლება გამომდინარეობდეს მათემატიკურისისტემებისქცევიდან, არაადეკვატურიამხოლოდ ამ უკანასკნელისგამოყენება,  განსაკუთრებითმაშინ, როდესაცის გამომდინარეობსნეოკლასიკურიმეინსტრიმისმკვდარიდოგმებიდან: ex nihilo nihil fit (არაფერი იწარმოება არაფრისგან)

 

შესავალი

ეკონომიკსი პოლიტიკური დისციპლინაა. იგი განიხილავს ისეთ დიდ და მცირე პრობლემებს, რაც დაკავშირებულია  სოციალური საკითხების ორგანიზებასა და საერთო კეთილდღეობასთან. ის, გარემო პირობების ცვლილებებთან ერთად ვითარდება და ისტორიულადაა განპირობებული. კონკრეტულ გარემოებებში  ეკონომიკური იდეების გამოყენება სპეციფიკურ პრობლემებთან მიმართებით, შეიძლება წარმატებული ან წარუმატებელი იყოს. ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, განსხვავებული იდეების მქონე ადამიანები ხდებიან  მოწინავეები.

კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რის მახასიათებლებსა და პრობლემებსაც განიხილავენ ეკონომისტები მე-18 საუკუნიდან მოყოლებული. ეს სისტემა არ არის ერთადერთი; არსებობდნენ ეკონომისტები კაპიტალიზმამდე ჯერ კიდევ არისტოტელის დროს და იყვნენ ეკონომისტები კონკურენტულ სისტემებში -სოციალიზმსა და კომუნიზმსაც ჰყავდა საკუთარი ეკონომისტები. დღეს ჩვეულებრივ განიხილავენ „კაპიტალიზმის განსხვავებულ ფორმებს“(Hall and Soskice, 2001),რაც ასევე ხელს უწყობს განსხვავებული შეხედულებებისა და პერსპექტივების მქონე ეკონომისტების ჩამოყალიბებას. ეკონომისტები და ეკონომიკური თეორიები შეიძლება ჩავთვალოთ სოციალური წესრიგის მიერ წარმოშობილ პროდუქტებად.

მსოფლიო, რომლისკენაც ეკონომიკური პოლიტიკაა მიმართული, კომპლექსური სისტემაა. ეკონომისტები, რომლებიც ცდილობენ შეიმუშაონ შესაბამისი პოლიტიკა, აუცილებლად ხელმძღვანელობენ გამარტივებებითა და ევრისტიკით. დისციპლინის წინაშე არსებული ამოცანაა იმის გადაწყვეტა, თუ რა სახის გამარტივება შეეფერება მოცემულ სიტუაციას ყველაზე უკეთესად. თანამედროვე მეცნიერების სულისკვეთებით, ნაშრომი ასაბუთებს, რომ შესაბამისი განზოგადებები, გამარტივებები, ევრისტიკა და პრინციპები უნდა იყოს მიღებული რეალური სამყაროს შესწავლის გზით. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მათემატიკური ინსტრუმენტები, მხოლოდ ამ უკანასკნელის გამოყენება არაადეკვატურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გამომდინარეობს ნეოკლასიკური მეინსტრიმის მკვდარი დოგმებიდან: ex nihilo nihil fit (არაფერი იწარმოება არაფრისგან). მოგვიანებით ნაშრომში, გამოვყოფთ კვლევის სტრატეგიის ელემენტებს, რაც, ჩვენი აზრით, შეეფერება კომპლექსურ ეკონომიკურ სამყაროს.  ამ პუნქტამდე, ჯერ უნდა დავაფიქსიროთ კრიტიკული განსხვავება ეკონომიკის პრაქტიკასა და აკადემიურ დისციპლინას შორის, რომ  თავის თავს ეკონომიკსს უწოდებს.

 

ნეოკლასიკური მოძღვრება

 

თანამედროვე აკადემიური ეკონომიკსი - ორთოდოქსული, მეინსტრიმული, ნეოკლასიკური - აღმოცენდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც რეაქცია რადიკალური ცვლილებების კომპლექსზე, რაც მოიცავდა: ა) კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის მარცხნივ შემობრუნებას დავით რიკარდოდან კარლ მარქსამდე შრომის ღირებულების  თეორიის ლოგიკურ ჭრილში; ბ) ჰენრი ჯორჯის კომენტარებს რიკარდოს დოქტრინაზე - ამერიკულ მიწაზე ერთჯერადი გადასახადის  შესახებ, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკელი მიწის მესაკუთრეები და გ) 1880-იანი-1890-იანი წლების პოპულისტური მოძრაობის მიერ წამოწყებული მარტივი კრედიტის, ბიმეტალიზმის და უფასო ვერცხლის კამპანიები, რომლებსაც უპირისპირდებოდნენ ბანკირები. (Frank, 2020). ყველა ამ ეკონომიკური და პოლიტიკური მოძრაობის მიღმა იმალება კიდევ უფრო ღრმა ცვლილება აზროვნებაში, კერძოდ, ევოლუციური მატერიალიზმის აღმოცენება და შემაშფოთებელი გაცნობიერება იმისა, რომ ბუნების მთელი მაგიური და შემაძრწუნებელი მექანიზმი არის თვითორგანიზებული რთული სისტემების პროდუქტი, რასაც მართავს მცირე რაოდენობის შეუქცევადი ფიზიკური და ბიოლოგიური კანონები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი- ბუნებრივი გადარჩევა და თერმოდინამიკის მეორე კანონი (Georgescu-Roegen, 1971).

მუდმივი ცვლილებების, შეუქცევადი დროის, მოსალოდნელი ძვრების მიმართ საყოველთაო შიშის და იმ შემაშფოთებელი აზრის წინააღმდეგ, რომ ადამიანისეული ინსტიტუტები ხელოვნურია, ცვალებადია და დემოკრატიული პრინციპებით კონტროლის საგანია, ნეოკლასიკურმა ეკონომიკსმა შექმნა ბუნების ღმერთის ტაძარი,  მოხერხებულად მოშინაურებული, ყოვლისმომცველი, თვითრეგულირებადი და კეთილთვისებიანი ბაზრის ნიღაბში. ამ ბედნიერ მირაჟში ციური ჰარმონიის უძველესი ჩინური წარმოდგენები, რომელიც ეკონომიკას მიაწერა ფრანსუა კენემ (დევისი, 1983), გარდაიქმნა ალფრედ მარშალის მიწოდებისა და მოთხოვნის “მაკრატელად” და განზოგადდა ლეონ ვალრასის სრულყოფილად კონკურენტუნარიან ბაზრებად, რომელთაგანაც თითოეული ბალანსდებოდა მოქნილი ფასებით უხილავი აუქციონერის გარჯის მეშვეობით. საბოლოოდ, პოლ სამუელსონმა (1947) მიითვისა ადამ სმიტის მეტაფორა ‘’უხილავი ხელის’’ შესახებ, რომელიც მეტისმეტად მიზანშეწონილი იყო მისი ნაწილობრივ პროზაული გამოყენებისთვის. ეროუსა და დებრეს (1954) მიერ ზოგადი წონასწორობის მოდელით სისტემა თითქმის დასრულდა. რაციონალური მოლოდინების და წარმომადგენლობითი აგენტის დანერგვამ, საბოლოოდ  მიგვიყვანა გამოთვლით ზოგად წონასწორობამდე (Scarf, 1973) და დინამიური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის მოდელამდე.

ნეოკლასიკურ სისტემას ორი მხარე ჰქონდა: პირველი, იგი რეზონანსული იყო ყველა საზოგადოების მოწოდებისა, გაემართლებინა საკუთარი თავი რაიმე უმაღლესი მიზნის საშუალებით- ღვთის ნება იქნებოდა ეს,  ცივილიზაციის მისია, ბედისწერა და ა.შ. ასეთი მოთხოვნილება სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც კომერციული კულტურის ფაქტობრივი ორგანიზაციული პრინციპი ისეთივე არაგონივრულია, როგორც ფულის გამომუშავება საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. მეორე, ამ მოძღვრებამ მტკიცე იდეოლოგიური პასუხი გასცა ჯერ გეორგიზმს (Gaffney, 2007) და მოგვიანებით, მარქსიზმს ცივი ომის დაჭაობებულ ინტელექტუალურ კლიმატში. ასე რომ, ის გახდა შესავალის პორტალი მრავალი აკადემიური სინეკურისთვის (ადამიანები, რომლებიც იკავებენ სამუშაო პოზიციას, მაგრამ თავს არიდებენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას-რედ.), რომელთაგან განსხვავებულებიც მკაცრად იზღუდებოდნენ იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პრაქტიკული სამუშაოს შესრულება გრძელდებოდა დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში არანეოკლასიკოსების და არამარქსისტების შედარებით მცირე ნაწილის , ძირითადად კი - ჯონ მეინარდ კეინზის მიმდევრების მიერ.

ინტელექტუალური ჰეგემონიის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩარჩო. ჯოზეფ შუმპეტერის (1942) მსჯელობის საპირისპიროდ, რომ კაპიტალიზმი არის ევოლუციური სისტემა, ნეოკლასიკურმა ეკონომიკამ ერთხელ და სამუდამოდ დააფიქსირა დარგის ტაქსონომიური სტრუქტურები და კონცეფციები: რაციონალური ინტერესი, წარმომადგენლობითი აგენტები, ფირმები და ოჯახები, კაპიტალი და შრომა, ფასები და რაოდენობები, მოგება და ხელფასები, მონეტარული ნეიტრალიტეტი, ბუნებრივი საპროცენტო განაკვეთები, უმუშევრობა და ზოგადი წონასწორობა. ამ ჩარჩოდან ნებისმიერი გადახრა უბრალოდ მიუღებელი  იყო. ეს იყო წმინდა თეორია და რადგან იგი ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე ვრცელდებოდა, ის ვერ განვითარდებოდა.

ამგვარად, ტრადიციული ეკონომიკსი დაკავშირებულია პროფესორ პანგლოსსა და მის მარადიულ მოძღვრებასთან ყველაფრის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს ისეთ ჩავარდნებს, როგორიცაა ურთიერთდამოკიდებული უპირატესობები, გიფენის საქონელი, ვებლენის საქონელი, მონოპოლია, გარეგანი ეფექტები, საზოგადოებრივი საქონელი, სახელმწიფო შესყიდვები და გადასახადები.  აღარაფერს ვამბობთ გაურკვევლობის ნებისმიერ ფორმაზე, რის შემცირებაც ვერ ხერხდებოდა ალბათობის განაწილებითი სასრული დისპერსიით. მოკლედ, თანამედროვე აკადემიურმა ეკონომიკსმა მიიღო "თანამედროვე გენერალ-მაიორის მოდელი". მისი დიაპაზონი ვრცელდება ყველა წარმოსახვით სიტუაციაზე, გარდა იმისა, რაც მართლა მნიშვნელოვანია  რეალურ  სამყაროში.

 სახელმწიფო სოციალისტური სისტემების გაქრობით სსრკ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა არა ჩინეთში, ნეოკლასიკური მოძღვრებები სარგებლობდნენ ფაქტობრივი ჰეგემონიის ხანმოკლე პერიოდით, რაც ცნობილია გამონათქვამით "ისტორიის დასასრული" (ფუკუიამა, 1992). პოლიტიკაში,  მცდელობები იმისა, რომ სოციალური რეალობა ყოფილიყო სოციალური მოწყობის იდეალური ტიპის ამსახველ თეორიულ მოდელებთან შესაბამისობაში,  უკვე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროცესი ტრიუმფალიზმის ატმოსფეროში დაჩქარდა. დერეგულაცია, პრივატიზაცია, დაბალი გადასახადები, მთავრობის გავლენის შემცირება, თავისუფალი ვაჭრობა და სტაბილური ვალუტა იყო იმ ეპოქის ლოზუნგი, რომელსაც ეწოდა ნეოლიბერალიზმის ხანა. საოცრად მოკლე დროში ამ პროცესებმა გამოიწვიეს დეინდუსტრიალიზაცია, სტაგნაცია, უთანასწორობა და არასტაბილურობა (აზმანოვა, 2020). 2007-2009 წლების დიდი ფინანსური კრიზისის დროს ეს დოგმები მხილებულნი და მკაცრად იქნა გაკრიტიკებული: როგორ შეეძლო თეორიას, რაც არ ითვალისწინებდა ფულს ან კრედიტს, საბანკო სექტორს და  თაღლითობის კონცეფციას (Black, 2005), აეხსნა ყველა დროის უდიდესი ფინანსური კატასტროფა?  ინერციამ და მმართველობამ ნეოკლასიკური ეკონომიკსი 2020 წლის პანდემიამდე მიიყვანა, რა მომენტშიც მოხდა მისი - შესაძლოა საბოლოო -  კოლაფსი (გელბრეიტი, 2020).

 

ქცევითიეკონომიკსიდასირთულისეკონომიკსი.

 

რა უნდა იყოს ნეოკლასიკური ეკონომიკსისა და მისი ნეოლიბერალური პოლიტიკის გაგრძელება? ეკონომიკური ჰეტეროდოქსიის ფართო დროშის ქვეშ დაჯგუფებული კანდიდატების რიცხვი არც თუ ისე მცირეა. ზოგიერთი ამ მემკვიდრე მოძღვრებიდან - ქცევითი ეკონომიკსი და სირთულის ეკონომიკსი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას. ისინი ნეოკლასიკურ ორთოდოქსულ მიმართულებას იღებენ ამოსავალ წერტილად და აგრძელებენ საკუთარი თავის განსაზღვრას ამ ორთოდოქსულ მოძღვრებასთან მიმართებაში. სხვა მოძღვრებები საერთოდ ერიდებიან გრავიტაციულ მიზიდულობას – ან, როგორც კეინზის გამონაკლის შემთხვევაში, „ხანგრძლივი ბრძოლა უწევდათ თავის დასაღწევად“.

ბიჰევიორისტები ემიჯნებიან ნეოკლასიციზმს რაციონალური და ოპტიმალური ქცევის მკაცრ თეორიებზე უარის თქმით. სირთულის თეორეტიკოსები იკვლევენ მოქმედი აგენტებისა და რეკურსიული (განმეორებითი ხასიათი-რედ.) ფუნქციების დინამიკას. ორივე მათგანი მოიპოვებს აკადემიურ ავტორიტეტს ორთოდოქსულ მეინსტრიმთან მჭიდრო დიალოგში დარჩენით. ერთი შეხედვით, ისინი ხარკს უხდიან ძველ თაობებს და ეკონომიკური აზროვნების სხვა კანონებს (Reinert, Ghosh and Kattel, 2016). წარმოგიდგენთ მოდელებს რასაც შეგვიძლია ნეოკლასიკური წარმონაქმნი ვუწოდოთ:  ახალი ინსტიტუციონალიზმი, ახალი კლასიკური ეკონომიკსი, ახალი კეინსიანიზმი. ისინი ვამპირულ პრაქტიკას იყენებენ და ახალ მიმართულებას ქმნიან ძველი სიტყვების კოლონიზაციისა და მათი წინა მნიშვნელობების გადამუშავებისაგან.

ამ წარმონაქმნების პრობლემა იმაშია, რომ მათ აირჩიეს ორთოდოქსიის მცდარი წინაპირობა და ის ალტერნატივად შემოგვთავაზეს. მათი ჩანაფიქრი იყო მარადიული ჭეშმარიტების უგუნური ძიება, რაც კიდევ ერთხელ გვახვევს თავს „მომადუნებელ შემზღუდავ ვარაუდებს“, „დიდი რეალიზმის“ ინტერესებიდან გამომდინარე. ასე, მაგალითად, სირთულის თეორიებში აგენტები მიჰყვებიან მარტივ წესებს და საბოლოოდ ქმნიან რთულ და არაპროგნოზირებად შაბლონებს; არაწრფივი რეკურსიული ფუნქციები იძლევა ერთსა და იმავე შედეგს; შემოსავლების ვარიაცია აღმოჩნდება ნორმიდან გადახრილი და ა.შ. მაგრამ, როგორც კი ამოსავალ წერტილად აირჩევა ნეოკლასიკური კონკურენტული ზოგადი წონასწორობის მოდელი, ეს მაგალითები უმეტესწილად გამოიფიტება და დაკარგავს რელევანტურობას. ბიჰევიორისტებს შეუძლიათ გვითხრან, რომ რეალური ადამიანები, როგორც ჩანს, კარგად არ ჯდებიან ავტონომიური, ეგოისტური, საქონლით მინიჭებული სიამოვნების მაძიებლის პორტრეტში, როგორიც არის „ეკონომიკური ადამიანი“. სირთულის თეორეტიკოსებს შეუძლიათ გვითხრან, რომ სისტემა, რაც აგებული იყო ურთიერთმოქმედი აგენტების გადაწყვეტილებების შერევით, შეიძლებოდა არასტაბილური ყოფილიყო. ეს ყველაფერი რეალურად არსებული კაპიტალიზმის ყველაზე ზედაპირული დამკვირვებლისთვისაც კი კარგად არის ცნობილი.

მართალია, სტატიკური ფიზიკის გამოყენება ფინანსებში (იაკოვენკო და როსერი, 2021) ორთოდოქსულ ფინანსურ თეორიას ნანგრევებად აქცევს, მაგრამ რას მატებს ეს გრძელვადიანი კაპიტალის მენეჯმენტის გამოცდილებას (Galbraith, 2000), აზიის კრიზისს, NASDAQ-ის ბიუსტს, დიდ ფინანსურ კრიზისს ან თუნდაც 1929 წლის დიდ დეპრესიას (Galbraith, 2009)? კონკრეტულად რას გვთავაზობს ეს ახალი თეორიები? ეკონომისტი, რომელიც დაინტერესებულია საბანკო სისტემის ეფექტიანი რეგულირებით, ცოტას იძენს ჩვეულებრივი გამოცდილების მათემატიკური ანგარიშებიდან.

ევოლუციურიდა ბიოფიზიკურიეკონომიკსი

 

ეკონომიკური ფენომენებისადმი ევოლუციური და ბიოფიზიკური მიდგომა ახალი არ არის და რეალურად დიდი ხანია წინ უსწრებს ნეოკლასიკურ ორთოდოქსიას, რასაც ზოგიერთი მისი წარმოშობის წინაპირობადაც განიხილავს. იგი დაიწყო მალთუსისა და დარვინის ინტელექტუალური ურთიერთქმედებით, განვითარდა კარლ მარქსის, ჰენრი კერის მეშვეობით, გარკვეული ხარისხით გერმანული ისტორიული სკოლის ძალისხმევით  მომწიფდა და ყველაზე აქტუალური იყო  XIX საუკუნის ბოლოს ამერიკული ფილოსოფიის პრაგმატულ და პლურალისტურ აურზაურში. მისი პირველი სრულყოფილი ფორმულირება ეკუთვნის  ტორსტეინ ვებლენს(1898). შემდგომში იგი განვითარდა ჯონ  კომონსის (1934) , კლარენს  ეირესის (1944) ინსტიტუციონალისტური ტრადიციების მიხედვით და გამოჩნდა როგორც დომინანტური ინტელექტუალური ძალა ამერიკულ ეკონომიკაში ‘’ახალი კურსის’’ ფარგლებში.

          კეინზიანური და ინსტიტუციონალისტური ტრადიციები კვლავ გაერთიანდა ჩრდილოეთ ამერიკაში ჯონ კენეტ გელბრეითის მიერ (კარტერი, 2020). მიმართულება, რომელიც ცნობილია როგორც პოსტ-კეინზიანური, გაგრძელდა რობერტ ეისნერის, ჰაიმან მინსკის, პოლ დევიდსონის და უინ გოდლის მიერ. შემდეგ ის პოპულარული გახდა უილიამ მიტჩელის, რენდალ ურეის (2006), სტეფანი კელტონის (2020), პავლინა ჩერნევას (2020)  ნაშრომებში, როგორც თანამედროვე მონეტარული თეორია. ბრიტანეთში კეინზიანულ საქმეს აგრძელებდნენ რიჩარდ კანი, ნიკოლას კალდორი (1985), ჯოან რობინსონი და სხვები. გლობალური ფინანსური კრიზისის პრობლემა განხილულია ბევრ წიგნში და სტატიაში. მათ შორის აღსანიშნავია ვარუფაკისი, ჰალევი და თეოკარაკისი (2011). რესურსების ხარისხის პრობლემის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ჯევონსის დამსახურებაა, შემდეგ ის განავითარა მედოუსმა (1972) და დღეს საბოლოო სახით ჩამოყალიბებულია ბიოფიზიკურ სკოლაში (ჰოლი და კლიტგარდი, 2018, ჩენი და გელბრეიტი, 2009). ინსტიტუციონალისტური მიდგომის შემდგომი განშტოება მარქსისა და კეინზის იდეებზე დაყრდნობით გარდაიქმნა განვითარების ეკონომიკად, რაც დამუშავდა ეკონომისტების მიერ:  ალბერტ ჰირშმანი, რაულ პრებიში და მრავალი სხვა. ის დღესაც ინარჩუნებს აქტუალურობას ეკონომისტების ხელშეწყობით: სამირ ამინი და ჰა-ჯუნი,  ჩანგ და ილენე გრაბელები (2014), ჯაიატი გოში და ლუიზ კარლოს ბრესერ პერეირა (2010). მომავალში შესაძლოა ვინმემ შეისწავლოს გარდამავალი ეკონომიკის ჩინური გზის განშტოება, რაშიც ასახული იქნება გჟეგოჟ კოლოდკოს ახალი პრაგმატიზმი (2020), იზაბელა ვებერის (2021) ჩინეთის პოლიტიკის შემუშავების გზაგასაყარ ისტორიასთან ერთად. არსებობს მოვლენების შესაძლო განვითარების კიდევ ბევრი ვარიანტი, რაც  წამოჭრილი პრობლემების შესაბამისად შეიცვლება.

 

სასარგებლოეკონომისტი

 

თითქმის ყველა ზემოჩამოთვლილ მიმართულებას გააჩნდა საერთო მახასიათებელი, გარდა რამდენიმე მათგანისა, რომლებიც აზრობრივ კონკურენციას უწევდა ნეოკლასიკურ მეინსტრიმს - მაგ., კემბრიჯის დაპირისპირებები კაპიტალის თეორიის ირგვლივ (რობინსონი, 1956; სრაფა, 1960; ჰარკორტი, 1972), ან მიკროეკონომიკსი (Keen, 2000), რომლის წარმომადგენლები დაინტერესებული იყვნენ პოლიტიკის პრაქტიკული საკითხებით. მათი  მიზანი იყო და არის პრობლემის გარკვევა და გამკლავების საშუალების ძიება, რეფორმისტული თუ რევოლუციური გზებით. ეკონომიკური კვლევის მიზანია პოლიტიკური და სოციალური არჩევანის განსაზღვრა და მისი მხარდაჭერა.

სასარგებლო ეკონომისტი არის ის, ვინც ცდილობს გამოსავლის პოვნას მოცემული სიტუაციიდან. ჭეშმარიტად სასარგებლო ეკონომისტი მოქმედებს გახსნილი გონებით, პრობლემების გაცნობიერების გზით, ძირითადი პრინციპების ცოდნით და არა მათი ბრმად მიყოლით. ის თავისუფალია ფინანსური სარგებლის ძიებისა და პირადი ამბიციებისგან. არ ფიქრობს პოლიტიკურ სტატუსზე და საკუთარი პოპულარულობის კოეფიციენტზე ცნობილ ეკონომისტებს შორის. ბანკირებისა და სპეკულანტების ქცევა, ქარხნებისა და სატრანსპორტო ქსელების ემისიები, კრიტიკული რესურსების ამოღება დედამიწის ქერქის სასრული რეზერვიდან, ხელფასების, მოგების და რენტის დონე და განაწილება, სამართლიანი და ეფექტიანი გადასახადები,  თავისუფალი მოქალაქეების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა, რაც საყოველთაო კეთილდღეობაზე  იქნება ორიენტირებული - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს სასარგებლო ეკონომისტის კვლევის საგანი. ადამიანი, რომელიც შორსაა ამგვარ კითხვებზე პასუხის ძიებისგან, მიზნად ისახავს მხოლოდ „სისტემის მოდელირებას უმაღლესი მიზნებისთვის’’ არის უსაქმური და არა იმდენად მეცნიერი, რამდენადაც მოყვარული.

ადამ სმიტის მიზანი იყო ხელი შეეწყო იმ სავაჭრო საზოგადოების ინტერესებისა და კეთილდღეობისთვის, რის ნაწილიც ის იყო, დიდი ბაზრებისა და შრომის დანაწილების  ღირსებების ხაზგასმით. დევიდ რიკარდო ცდილობდა გადაეტანა გადასახადის ტვირთი მოგებიდან რენტაზე, ხოლო ჰენრი ჯორჯი  ხელფასიდან ქირაზე. ორივე შემთხვევაში მიზანი იყო, რომ გადასახადებიდან ნაკლები შემოსავალი მიეღოთ უსაქმურ და არაპროდუქტიულ მიწათმფლობელ კლასებს. კარლ მარქსმა დაწერა კაპიტალი, როგორც კაპიტალისტების ექსპროპრიაციის თეორიული საფუძველი. ჯონ მეინარდ კეიზი ცდილობდა გადაერჩინა და გარდაექმნა ბრიტანეთი და ბურჟუაზიული დემოკრატიული წყობა მასობრივი უმუშევრობის პრაქტიკული განკურნების გზით. ჯონ კენეთ გელბრეიტმა (1958, 1967) თავისი მკითხველების ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური პრობლემების მთელ რიგზე: საზოგადოებრივი სიღატაკე, დაბინძურება, სიღარიბე, კულტურული და ესთეტიკური სიმწირე და კორპორატიული ძალაუფლება. ჰაიმან მინსკიმ აღწერა ფინანსური არასტაბილურობის ფაზური გადასვლები - ჰეჯირება (ჰეჯი - სასწრაფო გარიგება, რაც დადებულია ფასის ან მოგების დაზღვევით), სპეკულაცია, პონცი (პონცის ფინანსური პირამიდა- საინვესტიციო აფიორა,როცა მსესხხებელი ინვესტორებს ამონაგებს უხდის საკუთარი ინვესტიციიდან ან მომდევნო ინვესტორებისგან მიზიდული თანხიდან);  დიდი მთავრობისა და დიდი ცენტრალური ბანკის, როგორც სტაბილიზაციის საშუალების აუცილებლობა. მილტონ ფრიდმანმა - კონსერვატორმა დაწერა მონეტარული ისტორია, რათა მხარი დაეჭირა მონეტარული პოლიტიკისათვის (Friedman and Schwartz, 1963). ამრიგად, მოსაზრება, რომ რომელიმე საუკუნის რომელიმე გამორჩული ეკონომისტი განზე დგას თავისი ეპოქის პოლიტიკური საკითხებიდან, წმინდა წყლის სიცრუეა.

 

ეკონომიკური კვლევა

 

ეკონომიკური კვლევა, მიზნად ისახავს, თუ როგორ ფუნქციონირებს კონკრეტული კომპლექსური სისტემა, რაშიც ვცხოვრობთ, დროის ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში, რა სახის ძალებზე, ზეწოლებსა და პოლიტიკაზე რეაგირებს ის. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია პ. ჩენის (2021) რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით იმის დემონსტრირება, რომ გაცვლითი კურსის კრიზისის „გამოწვევა მხოლოდ ფინანსურ ოლიგარქებს შეეძლოთ“. მეორე იყო მანდელბროტის (1999) ნაშრომი. მან აჩვენა, რომ კაპიტალის აქტივების ფასების მოძრაობა კარგად არის მოდელირებული მულტიფრაქტალური გენერატორის მიერ და სწორედ ამის გამოა იგი ღია შინაგანად არაპროგნოზირებადი ჩავარდნებისთვის. ასეთ დასკვნებს გააჩნიათ თვისება, რომ ისინი მიღებულია ან უშუალოდ შედარებულია რეალურ ეკონომიკის ფენომენს და ამით ამოტივაციას  უკეთებს პოლიტიკურ და სოციალურ არჩევანს. ის არ გამომდინარეობს არც პოლიტიკის შემუშავების ძირითადი პრინციპებიდან და არც მათემატიკური სისტემების თვისებების შესწავლიდან, რაც - რაც არ უნდა საინტერესო იყოს თავისთავად - არასაკმარისად ასახავს ან საერთოდ არ ასახავს იმ რთულ ეკონომიკას, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. კვლავ მრავლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასეთი მაგალითები. პრობლემა  არ არის რეალური სამყაროს კვლევის ნაკლებობა ეკონომისტებს შორის. პრობლემურია ის, რომ ასეთ კვლევებს არ გააჩნია პოზიცია, რასაც ისინი იმსახურებენ. ამის მიზეზია მათი არაინტეგრირებულობა დომინანტურ თეორიაში.

ნაშრომის მომდევნო ნაწილი ამტკიცებს, რომ შემდგომი პროგრესისთვის, პოსტ-ნეოლიბერალური ეპოქის ეკონომიკსს სჭირდება ემპირიული კვლევის მეთოდების შემუშავება, რაც ადაპტირებული იქნება ევოლუციურ ხედვებთან, რაც აკადემიურ და პრაქტიკულ პოლიტიკის სამყაროებს საშუალებას მისცემს კვლავ სასარგებლო გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს  ეკონომიკსის გასაუმჯობესებლად. ნაშრომში წარმოდგენილია რამდენიმე მიდგომა, რაც შემუშავებულია ავტორის მიერ ხუთი ათწლეულის მანძილზე განხორციელებული პროექტებიდან. ისინი აქ ნაწილობრივ წარმოდგენილია “apologia pro vita sua”-ს სულისკვეთებით, მაგრამ ასევე იმ იმედით, რომ მათ შეუძლიათ სასარგებლოდ გააშუქონ მეთოდოლოგიური არგუმენტი.

 

ეკონომიკურიტაქსონომიისპრობლემა

 

კომპლექსური სისტემების ანალიზის დამახასიათებელი პრობლემაა ეფექტიანი ტაქსონომიის აგების სირთულე, რისი ნიშანდობლივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოტანიკის მეცნიერებიდან. ლინეუსის მიერ შეიქმნა მშვენიერი სისტემა, ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში, მაგრამ თანამედროვე გაგებით, არა მეცნიერება. დღეს ლინეის კლასიფიკაცია აღარ გამოიყენება. ნაცვლად ამისა, ბიოლოგიური ტაქსონომია ემყარება მონათესავეობას მოლეკულურ დონეზე და ასახავს ევოლუციური პროცესის განსხვავებებს დროში. მსგავსი პრინციპები გამოიყენება კლასიფიკაციისთვის ნებისმიერ რთულ სისტემაში, მათ შორის ქიმიაში, ინჟინერიასა და ანთროპოლოგიაში, ის გამოყენებული იქნა აგრეთვე ტექნოლოგიის ისტორიაში (ბასალა, 1989). ასეთი ევოლუციური ხეები ფუნდამენტურია სამეცნიერო კვლევისთვის ნებისმიერ კომპლექსური სფეროში.

ეკონომიკსი, როგორც  აკადემიური ფენომენი და პრაქტიკული ასპექტი, ძირითადად განყენებულია ამ გაგების  წინაპირობისგან. „წმინდა თეორიულ“ ეკონომიკსს ახასიათებს მხოლოდ ყველაზე პრიმიტიული და იდეოლოგიური ტაქსონომიები, რაც უმეტესად ასახავს ევროპაში რამდენიმე საუკუნის წინ აღიარებულ კლასობრივ დაყოფას - მემამულეები, კაპიტალისტები, მუშები, ან მათ დენატურირებული შემცვლელები - კაპიტალი და შრომა, საოჯახო მეურნეობები და ფირმები. პრაქტიკული მაკროეკონომიკა ეყრდნობა ეროვნული შემოსავლისა და ეროვნული პროდუქტის ანგარიშების ტაქსონომიურ სტრუქტურას, რაც მოქმედებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჯონ მეინარდ კეინზი (1936), საიმონ კუზნეცი, რიჩარდ სტოუნი და სისტემის სხვა არქიტექტორები მიზანშეწონილად თვლიდნენ განესხვავებინათ საყოფაცხოვრებო მოხმარება, ბიზნესინვესტიციები და სახელმწიფო ხარჯები, ექსპორტი და იმპორტი, როგორც ქცევის მიხედვით განსხვავებული კატეგორიები. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ არ არის გარკვეული, ვალიდურია თუ არა ცნებების ამგვარი გამიჯვნა ერთმანეთისგან. მაგალითად, საყოფაცხოვრებო მოხმარება შედგება მოკლევადიანი  და გრძელვადიანი მოხმარების საქონლისა და მომსახურებისაგან, იმ განსხვავებით, რომ მოკლევადიანი მოხმარება მჭიდროდაა მომსახურებასთან დაკავშირებული (პანდემიამდე), ხოლო გრძელვადიან მოხმარებასა და ბიზნესინვესტიციებს აქვთ საერთო სპეციფიკა. ამრიგად, ქცევის მოდელმა შეიძლება სასარგებლოდ მოახდინოს საყოფაცხოვრებო გრძელვადიანი მოხმარების საქონლის რეკლასიფიკაცია, როგორც ინვესტიციის ფორმისა. უფრო ზოგადად, მთლიანი დანახარჯების ვიწრო და ეფექტიან ანალიზს წინ უნდა უძღოდეს რეკლასიფიკაციის ოპერაცია, რათა ქცევითმა შაბლონებმა არ გადაფარონ ტაქსონომიური კატეგორიები.  მოცემული სახის სქემების ასეთი წინასწარი და ქცევითი რეკლასიფიკაციები იშვიათია, ან შეიძლება საერთოდ არც კი არსებობს.

მიკროეკონომიკური ანალიზი, პირიქით, ეყრდნობა გამოკითხვის მონაცემებს, რასაც, როგორც წესი, ახორციელებს ეროვნული მთავრობა ზოგიერთი ისეთი დამხმარე ვალდებულების შესრულების მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, ათწლეულის აღწერა ან მოსახლეობის მიმდინარე კვლევა შეერთებულ შტატებში. ასეთი გამოკითხვა იშვიათად არის იდენტური ან კოორდინირებული ქვეყნებს შორის (თანამედროვე ევროპა ამ თვალსაზრისით გამონაკლისია) და ამიტომ ტრანსნაციონალური შედარების მიზნით მათი თავსებადობა წარმოადგენს უმთავრეს სამეცნიერო ამოცანას, რაც განხორციელდა ბოლო წლებში ძირითადად მდიდარი ქვეყნების შეზღუდულ დიაპაზონში ლუქსემბურგის შემოსავლების სამსახურის მიერ. თუმცა არსებობს უფრო დიდი სირთულე, მაგალითად შეგროვებული ინფორმაცია შემოიფარგლება გამოკითხვის მონაწილეთა მანდატით და ეს ჩვეულებრივ ეხება ისეთ პიროვნულ მახასიათებლებს, როგორიცაა სქესი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა, სწავლის ხანგრძლივობა და ა.შ. შედეგად მიიღება ვრცელი სია რასის, გენდერისა და განათლების  მიხედვით შეგროვებული ეკონომიკური მონაცემებისა, მაგრამ გაცილებით ნაკლები ყურადღება  ეთმობა ისეთ საკითხს, როგორიცაა სამრეწველო ცვლილებები, რაც არც ისე ადვილად ერგება ინდივიდებისა და საოჯახო მეურნეობების მახასიათებლების შაბლონს ან რეგისტრს.

თომას პიკეტიმ და მისმა კოლეგებმა (Alverado et al., 2017) მოიპოვეს საშემოსავლო გადასახადის ჩანაწერები, რათა შეექმნათ ისტორიული ანგარიშები შემოსავლის განაწილების შესახებ მთელ რიგ ქვეყნებში. რამდენიმე შემთხვევაში მონაცემები მოიცავდა საუკუნეზე მეტ პერიოდს. ამ მიდგომას აქვს უპირატესობები გამოკითხვასთან შედარებით, რამდენადაც საგადასახადო ჩანაწერები მოიცავს ინდივიდებისა და საოჯახო მეურნეობების დიდ რაოდენობას და სავარაუდოდ უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა შემოსავლების განაწილების შესახებ. თუმცა, კვლევის კითხვები და მიღებული ინფორმაცია ნაციონალურად სპეციფიკურია, რადგან დასაბეგრი შემოსავალი არის ეროვნული საგადასახადო კოდექსის სამართლებრივი მონაცემი და საგადასახადო კოდები განსხვავდება ერთმანეთისგან ქვეყნების მიხედვით. საერთო წვდომა შეზღუდულია მწირი ჩანაწერებით, გადასახადების თავიდან აცილებით და იმ ფაქტით, რომ ბევრი ქვეყანა არ აგროვებს საშემოსავლო გადასახადს (Galbraith, 2019b). საგადასახადო თანხის დამბრუნებლები და საოჯახო მეურნეობები არ არის სინონიმური კატეგორიები (როუზი, 2018) და საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა შეიძლება სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინოს მონაცემთა შედარებაზე დროთა განმავლობაში.

ეკონომიკური სტატისტიკის კიდევ ერთი ტიპი ეხება დამსაქმებლებს, დაწესებულებებს, მრეწველობას და სექტორებს, რაც ხშირად გაერთიანებულია გეოგრაფიული ნიშნით, როგორიცაა შტატები, პროვინციები, ოლქები, დაბები და ა.შ. ასეთი მონაცემები არის ინფორმაციის რეზერვუარი იმის შესახებ, რასაც პ. ჩენი (2021) უოლტ როსტოუს გავლენით უწოდებს მეზოეკონომიკას. სხვაგვარად იგი ცნობილია როგორც ინდუსტრიული სტრუქტურა ან ეკონომიკური განვითარების დონე. თუმცა, ეს მაჩვენებლები დახარისხებულია ბიბლიოგრაფიული და წრფივი კლასიფიკაციის მიხედვით; ინდუსტრიები და სექტორები დაჯგუფებულია კრიტერიუმების ფართო და გაბნეული მრავალფეროვნების მიხედვით და შეიცავს პროდუქტის და პროცესის ტიპებს, წარმოების პროცესის ეტაპებსა და სხვა. დროდადრო ჩნდება ახალი ინდუსტრიები და ემატება ახალი კატეგორიები ან იყოფა ძველი. კლასიფიკაციის სქემა, როგორც წესი, იერარქიულია. გეოგრაფიული ქვედანაყოფების მიხედვით კატეგორიები იყოფა ჯგუფის ზომის კლებად და  ზრდად ფენებად, მაგრამ ასე განაწილებული მრეწველობა და სექტორები გარკვეულწილად პირობითია. გენეალოგიის ან ქცევის ძირითადი მსგავსება არ არის დადგენილი და ამიტომ ნებისმიერი მოცემული ჯგუფის სტრუქტურა შეიცავს ერთეულებს, რომელთა ორგანული მსგავსება ან განსხვავება ერთმანეთისგან საკმაოდ დიდი ვარიაციით ხასიათდება. როგორც მონაცემთა თითქმის ყველა სხვა წყაროს შემთხვევაში, პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ეკონომისტებს იშვიათად უჭირთ იმ კატეგორიის სტრუქტურის რეიფიკაციის დაშვება, რაც არაეკონომისტების მიერ შექმნილი ადრინდელი ტაქსონომიის მიღებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის აუცილებლი იყო. ანალოგიური სიტუაციის მაგალითია საბიუჯეტო კატეგორიები სახელმწიფო ხარჯების ანალიზში; სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზების გამო გაწეული ხარჯების კატეგორიები სულაც არ არის ინფორმატიული, სოციალური და პოლიტიკური ანალიზის ჩატარებისთვის.

 

ეფექტიანიევოლუციურიკლასიფიკაცია

 

ტაქსონომიის ევოლუციური მიდგომა შემუშავებული იყო შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტისთვის ავტორის  სადოქტორო დისერტაციაში (Galbraith, 1981), მოგვიანებით კი - განვითარდა ბერნერის მიერ (2005). პარალელური მიდგომა შემუშავდა და გამოყენებული იქნა აშშ-ს ინდუსტრიებში (Galbraith (1998), Ferguson and Galbraith (1999) და სხვადასხვა ნაშრომშიGalbraith and Berner (2001)). ძირითადი ყველა ამ შემთხვევაში არის შესაფერისი, ერთეულებისგან თავისუფალი კრიტერიუმის ცვლადის პოვნა, რათა გავზომოთ ქცევითი მსგავსება ტაქსონომიურ კატეგორიებს შორის. ბიუჯეტის კატეგორიების შემთხვევაში, ცვლადი უბრალოდ არის ნომინალური ხარჯების პროცენტული ცვლილება ერთი პერიოდიდან (ჩვეულებრივ წელიწადი) მეორემდე. ამრიგად, თითოეულ კატეგორიას აქვს T-1 სიგრძის მახასიათებლების ვექტორი, სადაც T არის დროის პერიოდების საერთო რაოდენობა მონაცემთა ნაკრებში. მარტივი ევკლიდური მანძილი (T-1) სივრცეში იძლევა ქცევითი მსგავსების საზომს, საიდანაც ჯგუფური დისპერსიის ფარგლებში მინიმალური რაოდენობის კლასტერების აგებაა შესაძლებელი. კლასტერების რაოდენობა განისაზღვრება ინფორმაციის დაკარგვის კრიტერიუმით, ეტაპობრივი აგლომერაციის მიმდინარეობისას.

ინდუსტრიული მონაცემების შემთხვევაში, ინდუსტრიის სპეციფიკური შრომითი რენტების კონცეფცია (კაცი და სამერსი,1989) ადგენს შემთხვევას, გამოყენებული იქნას ცვლილებები წლიურ საშუალო ხელფასებში ( ხელფასი ერთ თანამშრომელზე), როგორც ცვალებადი კრიტერიუმი. ძირითადი კატეგორიები შეიძლება იყოს ერთი იერარქიული მონაცემების ნაკრები ინდუსტრიის ან რეგიონის მიხედვით, ან კატეგორიების ჰიბრიდი- მათ შორის სექტორი, რეგიონი, სქესი და სხვა, იმ პირობით, რომ კატეგორიები ურთიერთგამომრიცხავია. შედეგად მიღებული კლასიფიკაციის ხე დროთა განმავლობაში იძლევა  განსხვავების ეფექტიან შეჯამებას, რადგან კლასტერებში ერთეულები არ განსხვავდებიან (ან ნაკლებად განსხვავდებიან), იმ ერთეულებისაგან, რაც გამოყოფილია ხის განშტოების სხვადასხვა დონეზე. ამრიგად, კლასტერული ხე წარმოადგენს კომპლექსურ სისტემაში ელემენტების ევოლუციის რუკას. შემდეგ შეირჩევა შესაფერისი ჯგუფის სტრუქტურა შეჩერების წესის საშუალებით: ჯგუფები ინახება როგორც ცალკეული ერთეულები, ვიდრე ისინი ერთად დაემატება კლასტერიზაციის შემდგომ ეტაპებზე, როდესაც აგლომერაციის შედეგად დაკარგული ინფორმაცია აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს.

 

ინფორმაციის მოპოვება ევოლუციური ჯგუფის სტრუქტურებიდან

 

მას შემდეგ, რაც მიიღწევა შესაბამისი კლასტერირება, შემდგომი ნაბიჯი არის დისკრიმინაციული ფუნქციების გამოთვლა, რაც აჯამებს ჯგუფებს შორის ვარიაციის უდიდეს პროპორციას. ეს ფუნქციები არის დროის რიგის ვექტორების მატრიცის შეწონვის კოეფიციენტების ვექტორი, რაც ემყარება ახლად აგებულ ევოლუციური კატეგორიის სქემას. შედეგად მიღებული საკუთრივ ვექტორები თავად არიან სინთეზური დროის სერიების ცვლადები, რაც წარმოქმნის ამ ჯგუფებს შორის ცვალებადობის დამჭერ ძალებს. შესაბამისი მნიშვნელობები იძლევა თითოეული ძალის ფარდობით წონას ან მნიშვნელობას ჯგუფებს შორის ვარიაციების აღრიცხვისას. შედეგად მიღებული ჯვარედინი საქონლის ნახაზები ასახავს ძირითადი ელემენტების სიახლოვეს და მანძილს სხვადასხვა განზომილებების გასწვრივ. როგორც საბოლოო ნაბიჯი, თითოეული საკუთრივ ვექტორი შეიძლება შეესაბამებოდეს ისტორიულ დროის სერიებს, რათა გამოავლინოს მოქმედი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები. აღნიშნული ტექნიკის სრული პრეზენტაციისთვის იხილეთ Galbraith and Lu (1999).

ამ გზით, ფერგიუსონმა და გელბრეიტმა (1999) აჩვენეს, რომ 1920 წლიდან 1946 წლამდე შეერთებულ შტატებში ხელფასის შედარებითი ცვლილებები განპირობებული იყო (ა) ეფექტიანი მოთხოვნის, (ბ) შრომის ორგანიზაციისა და გაფიცვის აქტივობის და (გ) გაცვლითი კურსის ცვლილებებით.   ჩამოთვლილი, ყველა ერთად შეადგენს მნიშვნელოვანი დიფერენციული ეფექტების 90% – ს. ამრიგად, ასეთ ანალიზით შესაძლებელი გახდა განათლების დონის, უნარებზე მოთხოვნის, ახალი ტექნოლოგიების და ა.შ. ჰიპოთეტური ეფექტების თავიდან აცილება, რაც საყოველთაოდ წინ იყო წამოწეული მეინსტრიმ ლიტერატურაში. გელბრეიტმა (1998) შეასრულა მსგავსი ანალიზი შეერთებულ შტატებში 1958-1992 წლებში, რამაც გამოავლინა ვარიაციები ბიზნესინვესტიციებში, მოხმარების ხარჯებში, ვაჭრობის დაცვასა და ომში, როგორც ოთხი ძალა, რაც შეადგენს  ინდუსტრიებს შორის ხელფასების ცვალებადობის დაახლოებით 59% –ს.

ამდენად, ტექნიკა არის არაპარამეტრული და ათეორიული, თუმცა, მისი საშუალებით შესაძლებელია კომპლექსურ ეკონომიკურ სისტემაში არსებული ცვალებადი პირობების მაღალი  სიზუსტით მონიტორინგი ისე, რომ განმარტოს პოლიტიკის, მასობრივი მობილიზაციის, გარე ბაზრებისა და გარემოპირობების გავლენა დისტრიბუციულ შედეგებზე.

 

 

სირთულისგამოყენებაპოლიტიკისშესაბამისიშაბლონებისთვის:

უთანასწორობისშემთხვევა

 

რეალურად არსებულ ეკონომიკურ სისტემებს აქვთ თვისება, რაც ახსნილია მარტივი რეკურსიული არაწრფივი ფუნქციების ქცევით. კერძოდ, ისინი გვიჩვენებენ პერიოდულ გადასვლებს - მაგალითად, მინსკის ჰეჯირების ტრიქოტომია, სპეკულაციური და პონცის ფინანსური პოზიციები (მინსკი 2008) - და მულტიფრაქტალური გენერატორების მიერ წარმოებული სისტემების მახასიათებლები, კერძოდ, აქტივების ფასების ცვლილებების განაწილება უსასრულო დისპერსიით და უეცარი და გაუთვალისწინებელი კოლაფსის ტენდენციით. ეს არის სასარგებლო ევრისტიკა, რაც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა არასტაბილური ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის (ვებერი, 2021).

ფაქტობრივი ეკონომიკის ფრაქტალი და თვითმსგავსი თვისებები წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას პოლიტიკის რელევანტური კვლევისთვის. იგულისხმება იმის გამოყენება, რაც ხილული და ჩაწერილია იმის გასაზომად, რაც ნაწილობრივ უხილავი და ჩაუწერელია. ადმინისტრაციული მონაცემების ნაკრებისთვის -  სექტორის, ინდუსტრიის ან რეგიონის მიხედვით დამახასიათებელია, რომ ის გროვდება რუტინულად, სტაბილურ ფორმატში, რეგულარულად, დროისა და სივრცის თანმიმდევრული ჩანაწერის შედგენისთვის. მონაცემების შეგროვების პროცესი არ არის ობიექტური - არაფორმალური სამუშაო არ აღირიცხება; მომსახურება და სოფლის მეურნეობა ხშირად მწირედ არის აღრიცხული, მაგრამ თვითმსგავსება ვარაუდობს და ხშირ შემთხვევაში კარნახობს კიდეც, რომ რყევები, რაც შეინიშნება ამ კატეგორიებსა და ჯგუფებს შორის,  ჩვეულებრივ თანმიმდევრულ კავშირშია კომპლექსური ეკონომიკის გამოუკვლეველ სექტორებთან.

(Galbraith, Halbach et al. (2016) and Galbraith, Choi et al. 2016).

ამრიგად, ჯგუფთა შორის უთანასწორობის მაჩვენებლის ევოლუცია, როგორც წესი, თეილის T სტატისტიკის ჯგუფთაშორისი კომპონენტი (Theil 1972, Galbraith, 2014), აღწერს უთანასწორობის ძირითად მოძრაობებს მთლიან ეკონომიკაში. (თეორიის სრული განხილვისთვის იხილეთ Conçeicão et al. (2001)).  ასეთი მაჩვენებლების შეკრება საშუალებას იძლევა შეიქმნას უთანასწორობის მჭიდრო, თანმიმდევრული საზომი ქვეყნებსა და რეგიონებში, რაც მოიცავს გაფართოებულ ისტორიულ პერიოდებს, ასევე ზუსტ დეტალებს იმის შესახებ, თუ რომელი ჯგუფები (რეგიონები, სექტორები, ინდუსტრიები) განაპირობებენ ცვლილებას საერთო მაჩვენებლებში (გელბრეიტი და Kum, 2005). ამ გზით შესაძლებელი ხდება კომპლექსური სტრუქტურული ცვლილებების ახლებურად აღრიცხვა. (გლობალური უთანასწორობის მონაცემთა ნაკრების, მათი ხარისხისა და გამოყენების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ Galbraith 2008).

მას შემდეგ, რაც შეიქმნება უთანასწორობის საზომების სათანადოდ სრული და თანმიმდევრული პანელი, ორმხრივი ფიქსირებული ეფექტის რეგრესიის მარტივი გამოყენება პანელზე  ასახავს ქვეყნების (ან სხვა გეოგრაფიული ერთეულების) უტოლობების თანმიმდევრულ რეიტინგს.  ამრიგად, გლობალურ დონეზე ჩნდება უთანასწორობის მაკროეკონომიკსი (Galbraith 2007; 2019. ამ მონაცემების ცვლილები 1960-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული პერიოდისთვის ცხადყოფს  გარდამტეხ წერტილებს, რაც შეესაბამება 1980-იანი წლების დასაწყისის მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და 2000/2001 წლებში საკრედიტო ბუმის პიკს. ამით  ძლიერად გამოიკვეთა ვალი, საპროცენტო განაკვეთი და ფინანსური კრიზისები როგორც ეკონომიკური უთანასწორობის მამოძრავებელი ძალა მსოფლიო ეკონომიკაში.  თავის მხრივ, ეს კიდევ ერთხელ პირდაპირ მიუთითებს გლობალური მასშტაბის რელევანტური პოლიტიკის მნიშვნელოვნებაზე.

დისტრიბუციული შედეგების ინტეგრაცია იმ ძალებთან, რაც გავლენას ახდენს მთლიან ეკონომიკაზე, ავლენს კიდევ ერთი სახიფათო, ღრმად გამჯდარი ტაქსონომიური ჩვევის მოშლის აუცილებლობის საკითხს - განსხვავებას „მაკრო“ და „მიკრო“ ეკონომიკსს შორის. ეს განსხვავება წარმოიშვა, როგორც პოლიტიკური კომპრომისი ამერიკის ეკონომიკის დეპარტამენტებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დროებით აღმავალ კეინზიანელებსა და „განსაზღვრულ პატარა მოაზროვნეთა“ დიდ ფენას შორის (სოლოუ, 1967). გაწვრთნილნი იყვნენ რა მარშალის მიწოდებისა და მოთხოვნის ანალიტიკაში, ამ უკანასკნელებს არც სურვილი ჰქონდათ და არც შესაძლებლობა იმისა, რომ ნეოკლასიკური ნიუტონის მექანიკიდან კეინზის მიერ მიწოდებულ აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე გადასულიყვნენ და ეღიარებინათ ის  ეკონომიკსის თეორიის საფუძვლად (Galbraith, 1996). მაგრამ იმის ჩვენება, რომ ემპირიული  ცვლილებები განაწილებაში განპირობებულია მცირე რაოდენობის დიდი ძალებით, რაც მოქმედებს მთელ ეკონომიკაზე, დროთა განმავლობაში, დისპოზიტურია თეორიის ცვლილების სასარგებლოდ.

ანალოგიურად,  დემონსტრირება იმისა, რომ ეროვნული ეკონომიკები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი - და არა მხოლოდ ევროპაში, სადაც დე ფაქტო პოლიტიკური ინტეგრაცია კარგად არის განვითარებული - აყალიბებს ინტეგრირებულ გლობალურ ეკონომიკურ ანალიზს, როგორც ეკონომიკური აზროვნების ამოსავალ წერტილს. ის ფაქტი, რომ სტატისტიკური სერვისები ძირითადად სხვა დონეზე ფუნქციონირებს, არის უხერხულობა, მაგრამ არა თავის გამართლების საფუძველი.

 

რეგულირება,როგორცზოგადიპოლიტიკისგამოწვევა

 რეალურიეკონომიკებისთვის

 

კომპლექსურობა წარმოიქმნება ღია სისტემებში (P. Chen, 2021), როგორც ცხოვრების პროცესის განვითარების ნაწილი და ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას. ეს არის უნივერსალური ხედვა, რაც ახასიათებს ფიზიკას და  ასევე ბიოლოგიურ, მექანიკურ და სოციალურ სისტემებს. ყველა ასეთი სისტემის საერთო მახასიათებელი რეგულირებაა. გადარჩენის მექანიკა მოითხოვს სისტემაში გამავალი ძალების შეკავებას - ტემპერატურის, წნევის, მოცულობის თვალსაზრისით - იმ მასალების სიმძლავრის ფარგლებში, საიდანაც სისტემაა აგებული (J. Chen and Galbraith, 2011; 2012a; 2012b). სწორი პოსტ-ნეოლიბერალური ეკონომიკსი არის ამ პრინციპის ეკონომიკური ცხოვრების ფუნქციონირებაში გამოყენების ხელოვნება. ზოგჯერ ის გულისხმობს არასაჭირო შეზღუდვების მოხსნას, ზოგჯერ კი - რეგულაციებისა და სტანდარტების დაწესებას სტაბილურობის, მდგრადობისა და გამძლეობის ხელშეწყობის მიზნით.

კერძოდ, ფინანსური არასტაბილურობა, რასაც ემყარება თავისუფალი ფინანსური ბაზრები, შეიძლება გადაგვარდეს ფინანსური თაღლითობის ტალღებად, რაც  გლობალურ დონეზე იქნება კრიზისის, კოლაფსის და მზარდი უთანასწორობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ასე რომ, პრობლემა, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტი, მდგომარეობს შემდეგში: როგორ მოხდეს მსოფლიო ფინანსური სექტორის სტაბილიზაცია? ეს პრობლემა არ არის ახალი, მას ყველაზე მკაცრად განიხილავდნენ შეერთებულ შტატებში 1930-იანი წლების დასაწყისში საგანგებო საბანკო აქტის, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის შექმნის, საინვესტიციო და კომერციული ბანკინგის გამიჯვნისა და დეპოზიტების ფედერალური დაზღვევის დანერგვის სახით. გარდა ამისა, ცხადი ხდება, რომ ფინანსური სექტორის დერეგულირება, რაც განხორციელდა შეერთებულ შტატებში 1970-იანი წლების ბოლოდან და გამოიყენეს მთელ მსოფლიოში, იყო არასტაბილურობისა და საბოლოოდ კრიზისის აღმოცენების ხელშემწყობი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული შესაბამისი დერეგულირება და მასტაბილიზებული კონტროლის ხელახალი განმტკიცება, იმავდროულად კრედიტისა და ვალის ლეგიტიმური ფუნქციების ანულირების გარეშე.

გლობალური მასშტაბის შესაბამისი, ეფექტიანი და ავტონომიური ფინანსური რეგულირების პრობლემა დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე რთულია საკითხია, რაც დგას ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტების წინაშე. რეგულირების საჭიროების მიხედვით, ეკონომიკური სისტემა არაფრით განსხვავდება ბიოლოგიური ან მექანიკური სისტემისგან. რეგულირების, მართვის  და წესების გარეშე ისინი აუცილებლად განიცდიან კრახს ძალიან მოკლე დროში. რეგულაციის ბუნებისა და მიზნის გაგებისას, ჩვენ მივდივართ ძირითად განსხვავებამდე რეალურ ეკონომისტებსა და  მეინსტრიმ, ორთოდოქს,  მოდელებზე ორიენტირებულ აკადემიურ მიმბაძველებს შორის.

მეინსტრიმული შეხედულებით, წმინდა ეკონომიკა არის თვითრეგულირებადი სამყარო. სოციალური კეთილდღეობის მაქსიმუმში ერთადერთი მოთხოვნა არის წონასწორობა, საკუთრების უფლების სრული განაწილება და  თავისუფალი ფასების სისტემა. ოპტიმალური შედეგის ნებისმიერი მიუღწევლობა, მეინსტრმული ეკონომისტების აზრით, გამოწვეულია გარე ფაქტორებით, დამახინჯებებით, ინტერვენციებით და ეკონომისტის ფუნქციაა შეეცადოს მათ მაქსიმალურად მოშორებას. აზროვნების ეს ჩარჩო გვეხმარება, გავიგოთ ზოგიერთი ეკონომისტის ენთუზიაზმი მცირე ბიზნესის მიმართ, მათი მტრული დამოკიდებულება პროფკავშირებისა და გადასახადებისადმი და კონკურენციის შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენა. ამრიგად, რეგულირება არის მეორე საუკეთესო მიდგომა, რაც უნდა განიხილებოდეს, როგორც ხარჯებთან ასევე სარგებელთან ერთად. იგი უნდა დაწესდეს მხოლოდ იმ მინიმალურ დონეზე, რაც აუცილებელია ოპტიმალურობის ისეთი შემაფერხებელი ფაქტორების მინიმუმამდე დასაყვანად, რისი აღმოფხვრაც შეუძლებელია.

რეალურ სამყაროში პოლიტიკით დაკავებული ეკონომისტისთვის რეგულირება არ არის დანამატი. ეს საკმაოდ აუცილებელი პირობაა, პირველ რიგში, კომპლექსური სტრუქტურების გადაუდებელი დახმარებისთვის. რეგულირება არის კანონების, წესების, ნორმებისა და ჩვევების კომპლექსი, რაც შესაძლებელს ხდის კომპლექსური სისტემების მდგრად ფუნქციონირებას. მხოლოდ რობინზონ კრუზოს ეკონომიკას შეუძლია მის გარეშე მოქმედება და მხოლოდ რესურსების ან გარემოდაცვითი შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, რაც დროთა განმავლობაში გავლენას მოახდენს თუნდაც რობინზონ კრუზოს ცხოვრების მდგრადობაზე მის კუნძულზე. რეალურ სამყაროში, ეკონომიკური რეგულაციის გარეშე არ იარსებებს წარმოების გრძელი ჯაჭვი, სტაბილური საკრედიტო ხაზი; არ იქნება ნდობა სუპერმარკეტების, ელექტრომოწყობილობების ან მედიკამენტების მიმართ; არ იქნება მანქანების მასობრივი ბაზარი და სხვა. მართლაც, შეიძლება გონივრულად განვსაზღვროთ ეკონომიკური განვითარების პროცესი, როგორც მარეგულირებელი სტანდარტების მიღწევა, რაც  საშუალებას იძლევა წარმოიქმნას, განხორციელდეს  და დროთა განმავლობაში შენარჩუნდეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური საქმიანობა. მდიდარ ქვეყნებს აქვთ ეს სტანდარტები და რომ  დარჩნენ მდიდრებად, განუხრელად უნდა დაიცვან ისინი.

 

დასკვნა

უდაოა, რომ მსოფლიო ეკონომიკა კომპლექსური სისტემაა. ეკონომისტებისთვის გამოწვევაა საკითხი, თუ როგორ უკეთესად შეეგუონ ამ რეალობას. ერთ-ერთი პოპულარული მიდგომაა ნეოკლასიკური მოდელის პრემოდერნული სიმარტივებიდან დაწყება. ეს არის ყველაზე შეზღუდული ტიპის პროგრესი, რაც უზრუნველყოფს ინტელექტუალური მიღწევების გარკვეულ განცდას, მაგრამ ეკონომისტს, ვისი ამოცანაცაა დაეხმაროს საზოგადოებას აწმყოდან მომავლისკენ მოძრაობაში, სარგებელს არ აძლევს,  

ნაშრომში შემოთავაზებული და აღწერილი მიდგომა, ევოლუციური მეცნიერების მეთოდების და კომპლექსური სისტემების ზოგიერთი თვისების გამოყენებაა გლობალურ, კონტინენტურ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების გამომწვევი ძალების კლასიფიკაციის, გაზომვის, ანალიზისა და გაგებისთვის. ეს  ერთგვარი ცოდნაა, რაც, შემდგომში, შეიძლება გადავიდეს ეკონომიკური მმართველობის პრაქტიკულ ასპექტში, მთლიანად საზოგადოებისთვის, ისეთი საერთო ღირებულებების ძიებაში, როგორიცაა: უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, კეთილდღეობა და თავისუფლება.

 

ლიტერატურა:

  • Alvaredo F., Chancel,L., Piketty T., Saez E., Zucman G. (2017) World Inequality Report 2018. Paris: World Inequality Lab.
  • Arrow K., Debreu G. (1954) “Existence of an Equilibrium for a Competitive Economy.” Econometrica.  22: 265–290.
  • Arthur B. (in preparation) “Foundations of Complexity Economics” in Chen, P., Elsner, W., and Pyka, A. eds A Handbook of Complexity Economics. New York: Routledge.
  • Ayres C.E. (1944) The Theory of Economic Progress. Chapel Hill: University of North Carolina Press. Azmanova, A. (2020) Capitalism on Edge: How Fighting Precarity can Achieve Radical Change without Crisis or Utopia. New York: Columbia University Press.
  • Basalla G. (1989) The Evolution of Technology. Cambridge: Cambridge University Press.
  • Berner M. (2005) “The Federal Budget’s Core and Periphery: Patterns of Budget Outcomes.” Journal of Public Budgeting, Accounting and Financial Management, Volume 17, Number 4: 437-470, Winter.
  • Black W.K. (2005) The Best Way to Rob a Bank is to Own One: How Corporate Executives and Politicians Looted the S&L Industry. Austin: University of Texas Press.
  • Bresser Pereira L.C. (2010) Globalization and Competition: Why Some Emergent Countries Succeed while Others Fall Behind. Cambridge: Cambridge University Press.
  • Carter Z.D. (2020) The Price of Peace: Money, Democracy and the Life of John Maynard Keynes, New York: Random House.
  • Chang H., Grabel I. (2014) Reclaiming Development: An Alternative Economic Policy Manual. London and New York: Zed Books, January.
  • Chen  J.,  Galbraith  James  K.  (2012a)  “A  Common  Framework  for  Evolutionary  and  Institutional Economics,"  Journal  of  Economic  Issues,  Vol  XLVI  No.  2,  June,  419-428.  DOI  10.2753/JEI0021-3624460217.
  • Chen J., Galbraith James K. (2012b) “Austerity and Fraud under Different Structures of Technology and Resource Abundance,” Cambridge Journal of Economics, Volume 36 Issue 1 January, 335-343. doi:10.1093/cje/ber027.
  • Chen J., Galbraith James K. (2011) “Institutional Structures and Policies in an Environment of Increasingly Scarce and Expensive Resources: A Fixed Cost Perspective,” Journal of Economic Issues, Vol. XLV No. 2 June, 301-309. DOI 10.2753/JEI0021-3624450206.
  • Chen J., Galbraith James K. (2009) “A Biophysical Approach to Production Theory,” UTIP Working Paper No. 55, http://utip.lbj.utexas.edu.
  • Chen P. (in preparation) “From Complexity Science to Complexity Economics,” in Chen P., Elsner W. and Pyka A. eds. A Handbook of Complexity Economics. New York: Routledge. Commons, J. R. (1934) Institutional Economics. New York: Macmillan.
  • Conceição P., Galbraith James K., Bradford P. (2001) “The Theil Index in Sequences of Nested and Hierarchical Grouping Structures: Implications for the Measurement of Inequality Through Time, With Data Aggregated at Different Levels of Industrial Classification,” Eastern Economic Journal, 27(4), 491-514, Fall.
  • Davis W.W. (2021) “China, the Confucian Ideal, and the European Age of Enlightenment.” Journal of the History of Ideas, vol. 44, no. 4, 1983, pp. 523–548. JSTOR,  www.jstor.org/stable/2709213. Accessed 20 Mar.
  • Ferguson T., Galbraith James K. (1999) “The American Wage Structure, 1920-1947,” Research inEconomic History, Vol. 19, 205-257
  • Frank T. (2020) The People, No: A Brief History of Anti-Populism. New York: Metropolitan Books, Henry Holt.
  • Friedman M. and Schwartz A.J. (1963) A Monetary History of the United States. Princeton: Princeton University Press.
  • Fukuyama F. (1992) The End of History and the Last Man. New York: Free Press.
  • Galbraith James K. (2020) “Bad Economic Theory and Practice, Demolished,” The American Prospect,April 5.
  • Galbraith James K. (2019a) “A Global Macroeconomics – yes macroeconomics, dammit – of inequality and income distribution,” Review of Keynesian Economics, Vol. 7 No. 1, 1–5, Spring.
  • Galbraith  James  K.  (2019b)  “Sparse,  Inconsistent  and  Unreliable:  Tax  Records  and  the  World Inequality Report 2018,” Focus, Development and Change, 329-346, March.
  • Galbraith James K. (2014) Inequality and Instability: A Study of the World Economy Just Before theGreat Crisis, New York: Oxford University Press.
  • Galbraith James K. (2007) “Global Inequality and Global Macroeconomics,” Journal of Policy Modeling,Vol. 29, 587-607.  http://dx.doi.org/10.1016/j.jpolmod.2007.05.008.
  • Galbraith James K. (2000) “Capital Mismanagement: Roger Lowenstein, When Genius Failed: The Rise and  Fall  of  Long-Term  Capital  Management,”  The  Washington  Monthly,  Vol.  32  No.  9,  46-47, September.
  • Galbraith James K. (1998) Created Unequal: The Crisis in American Pay, New York: The Free Press.
  • Galbraith James K. (1996) “Keynes, Einstein and Scientific Revolution,” in Philip Arestis and Malcolm Sawyer, eds., Keynes, Money and the Open Economy: Essays in Honor of Paul Davidson, Volume One, Aldershot: Edward Elgar, 14-21.
  • Galbraith James K. (1981) A Theory of the Government Budget Process, PhD Dissertation submitted to the Economics Department, Yale University.
  • Galbraith James K., Berner M., eds. (2001) Inequality and Industrial Change: A Global View, New York: Cambridge University Press.
  • Galbraith  James  K.,  Choi  J.  (2020)  “Inequality  Under  Globalization:  State  of  Knowledge  and Implications for Economics,” Real-World Economics Review, 92, 84-102.
  • Galbraith James K., Halbach B., Malinowska A, Shams A and Zhang W. (2016) “The UTIP Global Inequality Data Sets 1963-2008: Updates, Revisions and Quality Checks” in Basu, K, Hon V. and Stiglitz, J. eds, Inequality and Growth, Basingstoke: Palgrave MacMillan.
  • Galbraith James K., Choi J., Halbach B., Malinowska A. and Zhang W. (2016) “A Comparison of  Major World Inequality Data Sets: LIS, OECD,EU-SILC, WDI         and EHII” in Cappellari, L, Polachek S.W. and Tatsiramos k. (eds) Income Inequality around the World, Research in Labor Economics Volume 44, 1– 48. Bingley: Emerald Group.
  • Galbraith James K., Kum H. (2005) “Estimating the Inequality of Household Incomes: Toward a Dense and Consistent Global Data Set,” Review of Income and Wealth, Series 51, Number 1, 115-143, March.
  • Galbraith James K. and Lu J. (2001) “Cluster and Discriminant Analysis on Time-Series as a Research Tool,” January 1999. UTIP Working Paper No. 6 at http://utip.lbj.utexas.edu; also, in Galbraith and Berner, 280-286.
  • Galbraith J.K. (2009) The Great Crash, 1929.  New York: Mariner Books. Galbraith, J.K. (1958) The Affluent Society. Cambridge (MA): Houghton-Mifflin. Galbraith, J.K. (1967) The New Industrial State. Cambridge (MA): Houghton-Mifflin. Galbraith, J.K. (1952) A Theory of Price Control. Cambridge: Harvard University Press.
  • Gaffney M. (2007) “Neo-classical Economics as a Stratagem Against Henry George,” in Gaffney, M and Harrison F., The Corruption of Economics. London: Shepheard-Walwyn Publishing Co, 29-164.
  • Goldin C., Katz L. (2010) The Race Between Technology and Education. Cambridge: Belknap Press of Harvard University Press.
  • Graham B. (1997) Storage and Stability: A Modern Ever-Normal Granary. New York: McGraw-Hill. Georgescu-Roegen,  N.  (1971)  The  Entropy  Law  and  the  Economic  Process.  Cambridge:  Harvard University Press.
  • Hall C.A.S., Klitgaard K. (2018) Energy and the Wealth of Nations: An Introduction to Biophysical Economics, Switzerland: Springer International Publications.
  • Hall P.A, Soskice  D. (2001) Varieties  of  Capitalism:  The Institutional  Foundations  of Comparative Advantage. Oxford University Press.
  • Harcourt G.(1972) Some Cambridge Controversies in the Theory of Capital. Cambridge: Cambridge University Press.
  • Kaldor N. (1985) Economics without Equilibrium/ Armonk: M.E. Sharpe.
  • Katz L. and Summers L. (1989) “Industry Rents: Evidence and Implications,” Brookings Papers on Economic Activity: Microeconomics, 1: 209-290.
  • Keen S. (2011) Debunking Economics: The Naked Emperor Dethroned? New York: Zed Books.
  • Kelton S. (2020) The Deficit Myth: Modern Monetary Theory and the Birth of the People’s Economy. New York: Public Affairs.
  • Keynes J.M. (1936) The General Theory of Employment Interest and Money. London: MacMillan. Kolodko, G. (2020) China and the Future of Globalization: The Political Economy of China’s Rise. I.B. Tauris.
  • Mandelbrot B. B. (1999) “A Multifractal Walk down Wall Street.” Scientific American, vol. 280, no. 2, pp. 70–73. JSTOR,  www.jstor.org/stable/26058060. Accessed 20 Mar. 2021.
  • Meadows D. H., Meadows, D. L., Randers, J, Behrens III, W. W. (1972) The Limits to Growth: A Report for the Club of Rome’s Project on the Predicament of Mankind. New York: Universe Books. Minsky, H. (2008) Stabilizing an Unstable Economy. New York, McGraw-Hill Educational.
  • Peirce C.S. (1877) “Illustrations of the Logic of Science,” in The Popular Science Monthly, Vol XII, p. 2, November.
  • Reinert E., Ghosh J., Kattel R. (2016) Handbook of Alternative Theories of Economic Development, Cheltenham: Edward Elgar.
  • Robinson  J. (1956) The Accumulation of Capital. London: MacMillan.
  • Rose S.(2018) “Parsing Piketty: Getting the Facts Right on Inequality and Middle‐class Incomes” Unpublished manuscript.
  • Samuelson P.A.(1947) Foundations of Economic Analysis. Cambridge: Harvard University Press. Samuelson, P.A. (1948) Economics, New York: McGraw-Hill.
  • Scarf H.E. with Hansen T. (1973) The Computation of Economic Equilibria. Cowles Foundation for Research in economics at Yale University, Monograph No. 24, New Haven, CT and London, UK: Yale University Press.
  • Schumpeter J.A. (1942) Capitalism, Socialism and Democracy. New York: Harper and Brothers.
  • Smith A. (1776) An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations. Edinburgh, available on-line and in many editions, originally published 1776.

 

  • Solow  R.  (1967)   “The   New   Industrial   State:   Son   of   Affluence”   The   Public   Interest, Fall. https://www.nationalaffairs.com/public_interest/detail/the-new-industrial-state-son-of-affluence. Accessed: April 8, 2021.
  • Sraffa P. (1960)  Production  of  Commodities  by  Means  of  Commodities.  Cambridge:  Cambridge University Press.
  • Tcherneva P. (2020) The Case for a Job Guarantee. New York: Polity.
  • Theil H. (1972) Statistical Decomposition Analysis: With Applications in the Social and Administrative Sciences. Amsterdam-London.
  • Varoufakis Y., Halevi J., Theocarakis N. (2011)  Modern Political Economics: Making Sense of the Post-2008 World. New York: Routledge,.
  • Veblen  T.  (1898)  “Why  is  Economics  Not  an  Evolutionary  Science?”  The  Quarterly  Journal  of Economics, Vol XII, July.
  • Weber I.M. (2021) How China Escaped Shock Therapy. New York: Routledge.
  • Wray R. (2006) Understanding Modern Money: The Key to Full Employment and Price Stability. Oxford, Blackwells

Yakovenko N., Rosser B. (in preparation) “Statistical Mechanics of money, wealth and income,” in Chen, P., Elsner,W., and Pyka, A. eds, A Handbook of Complexity Economics. New York: Routledge